ახალი ამერიკული იურიდიული კომპანია EK Law Office PLLC ნიუ იორკში ოპერირებას იწყებს

დღეიდან ახალი ამერიკული იურიდიული კომპანია EK Law Office PLLC ნიუ იორკში ოპერირებას იწყებს. ჰარვარდის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული, ნიუ იორკში ლიცენზირებული იურისტი, ეკატერინე ეგუტია ტოვებს თიბისი ბანკის მთავარი იურისტის პოზიციას და ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე - ნინო კობახიძესთან ერთად კომპანიას აფუძნებს.

ქართულ-ამერიკული კომპანია ნიუ იორკში, პროფესიულ იურიდიულ მომსახურებას გაუწევს მეწარმეებისა და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს. მომსახურების სფეროები მოიცავს, როგორც საემიგრაციო სამართალს, ასევე მცირე და საშუალო ამერიკულ/ქართულ თუ სხვა ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებს.

EK Law Office PLLC მომხმარებლებს ხელს შეუწყობს საემიგრაციო საკითხების მოგვარებაში, დოკუმენტების მომზადებასა და კომპანიის ფორმირებაში, დაეხმარება სასაქონლო ნიშნისა და საავტორო უფლებების რეგისტრაციაში, კონტრაქტების შედგენასა და განხილვაში და გაუწევს მათ სათანადო კონსულტაციებს.

(R)