რუსეთის სათათბიროში საქართველოდან საკვებ პროდუქტებზე ემბარგოს დაწესებას ითხოვენ

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა რომან ხუდიაკოვმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს დიმიტრი მედვედევს მიმართა თხოვნით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის გამო, საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან საკვებ პროდუქტებზე ემბარგო დააწესოს.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

"ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გამო, ჩვენ სრულად უნდა ავკრძალოთ საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან პროდუქციის იმპორტი. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ბაზარი იაფფასიანი და უხარისხო ევროპული საქონლისგან. საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ გააკეთეს არჩევანი და თავად უნდა გადაწყვიტონ თავიანთი პროდუქციის გაყიდვის საკითხი. თანაც, "როსპოტრებნადზორის" წარმომადგენლები რეგულარულად პოულობენ ამ ქვეყნების პროდუქციაში დარღვევებს", - აღნიშნავს რუსი დეპუტატი.