სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელმა კომპანიამ Puma-მ წარმოადგინა ახალი სერია „კოსმოსური ფეხსაცმელები“, რომლებიც სპეციალურად ადამიანის მთვარეზე პირველად ფეხის დადგმის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით შექმნა.
„აპოლონ 11“-ის მთვარეზე წარმატებული მისიიდან 50 წლის საიუბილეოდ კომპანიამ ორი მოდელი შექმნა — Cell Alien და RS-X. სპორტულ ფეხსაცმელებზე, რომელიც გაყიდვაში 20 ივლისს ჩაეშვება, „პუმამ“ NASA-სთან ერთად იმუშავა.
ცნობისთვის, ეს არ არის NASA-ს პირველი კოლაბორაცია სხვა კომერციულ ორგანიზაციებთან. სააგენტომ მანამდე იგივე თარიღის აღსანიშნავად LEGO-სთან და საათების მწარმოებელ Omega-სთან ითანამშრომლა.