ევროპის საინვესტიციო ფონდსა (EIF) და პროკრედიტ ჯგუფს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, საგარანტიო სქემის გამოყენებით, დამატებით 800 მილიონი ევროთი დაფინანსდებიან ინოვაციური მცირე და საშუალო ბიზნესები (SME).
შედეგად, 11 ქვეყანაში აღნიშნული მიზნობრიობით განხორციელებულმა ჯამურმა ინვესტიციამ 1.62 მილიარდი ევრო შეადგინა.
ევროპის საინვესტიციო ფონდის (EIF)-ის მეშვეობით, პროკრედიტ ბანკი სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის 11 ქვეყანაში მოქმედ იმ კომპანიებს დააფინანსებს, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებენ და/ან ინოვაციურ პროდუქტს აწარმოებენ. (ქვეყნების ჩამონათვალი: ალბანეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, მოლდოვა, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა, რუმინეთი, სერბეთი და უკრაინა). დღეის მდგომარეობით, პროკრედიტ ჯგუფთან გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში, წარმოების, საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორში მომუშავე 2, 000-მდე ინოვაციური მცირე და საშუალო ბიზნესია დაფინანსებული. მომდევნო წლებში ინვესტიცია კიდევ უფრო გაიზრდება.
ევროპის საინვესტიციო ფონდსა (EIF) და პროკრედიტ ბანკებს შორის არსებული შეთანხმებები, ხელმოწერილია ევროკომისიის InnovFin-ის ინიციატივით, და ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის „ჰორიზონტი 2020“-ის (Horizon 2020) მხარდაჭერით. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შეთანხმებებზე ხელმოწერა „ევროპული ფონდი სტრატეგიული ინვესტიციებისთვის“ (EFSI) მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. EFSI ევროპული კომისიის საინვესტიციო გეგმის მთავარი მიმართულებაა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ე.წ "Juncker Plan".
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯირკი კატინენი: “2 წლის წინ გამოყოფილი 820 მილიონი ევროს შემდეგ, ევროპის საინვესტიციო ფონდი და პროკრედიტ ჯგუფი ვაორმაგებთ ფინანსურ მხარდაჭერას რის შედეგადაც, მიზნობრივი ბიზნეს სეგმენტისთვის 1.62 მილიარდი ევრო გახდა ხელმისაწვდომი. თავდაპირველი ხელშეკრულების ფარგლებში, 800 მილიონი ევროთი 2 000 მცირე და საშუალო ბიზნესი დაფინანსდა, დამატებითი ინვესტიცია კი ათასობით ადამიანს დაეხმარება ინოვაციური იდეების რეალიზებაში.
ევროპის საინვესტიციო ფონდის გენერალური დირექტორი პიერ ლუიჯი ჯილბერტი: “მოხარულები ვართ, რომ პროკრედიტ ჯგუფთან გაფორმებული InnovFin-ის SME საგარანტიო ხელშეკრულებები, ასეთ პოზიტიურ შედეგებს იძლევა. პროკრედიტ ჯგუფის სიმყარე, მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის დაფინანსების მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად, უზრუნველყოფს ევროკომისიის მხარდაჭერით გამოყოფილი ფინანსების სწრაფ ათვისებას 11 ქვეყანაში და მოქმედ კომპანიებს ინოვაციური გეგმების რეალიზებაში დაეხმარება.
დოქტორი კლაუს-პიტერ ცაიტინგერი, პროკრედიტ ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: " არსებული ხელშეკრულების გახანგრძლივებას ორმაგი დატვირთვა აქვს პროკრედიტ ჯგუფისთვის. ერთი მხრივ, ევროკავშირის მიერ სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში მოქმედი ინოვაციური მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსების ხელშეწყობის გაგრძელება მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ჩვენი კლიენტებისთვის, მეორე მხრივ ამ ქმედებით ევროკავშირი მხარს უჭერს ეკონომიკის განვითარებას იმ ქვეყნებში, სადაც პროკრედიტ ჯგუფია წარმოდგენილი.
ევროპის საინვესტიციო ფონდის შესახებ (EIF)
ევროპის საინვესტიციო ფონდი (EIF) ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის ნაწილია, რომლის მიზანიც ფინანსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით ევროპის მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების და ტექნოლოგიებზე ორიენტირებული ბიზნესების მხარდაჭერაა, EIF-ი ხელს უწყობს ევროკავშირის მიზნებს, რაც გამოიხატება ინოვაციის მხარდაჭერაში, კვლევასა და განვითარებაში, მეწარმეობის, ზრდასა და დასაქმებაში. დამატებითი ინფორმაცია EIF-ის საქმიანობის შესახებ EFSI- ის ფარგლებში ხელმისაწვდომია აქ.
პროკრედიტ ჯგუფის შესახებ
პროკრედიტ ჰოლდინგი AG&Co, KGaA, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის მშობელი კომპანიაა. ჯგუფი შედგება სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში მოქმედი ბანკებისგან, რომლებიც ორიენტირებულნი არიან მცირე და საშუალო ბიზნესების მომსახურებაზე. რეგიონალური ფოკუსირების გარდა, ჯგუფი ასევე წარმოდგენილია სამხრეთ ამერიკასა და გერმანიაში. კომპანიის აქციებით ვაჭრობა ხდება ფრანკფურტის საფონდო ბირჟის პრემიურ ლისტინგში. პროკრედიტ ჰოლდინგის AG & Co.KGaA მთავარი აქციონერები არიან სტრატეგიული ინვესტორები Zeitinger Invest and ProCredit Staff Invest (რომელიც მოიცავს საინვესტიციო მექანიზმებს პროკრედიტის თანამშრომლებისთვის), the Dutch DOEN Participaties BV, KfW Development Bank and IFC (მსოფლიო ბანკის ჯგუფი). გემრანიის საბანკო საქმიანობის შესახებ კანონის თანახმად, პროკრედიტ ჰოლდინგ AG&Co, KGaA-ს ზედამხედველობას უწევს, კონსოლიდირებული ანგარიშების საფუძველზე, გერმანიის ფედერაციული ფინანსური ზედამხედველობის ორგანო (Bundesanstalt für Finanzdienstleistungsaufsicht, BaFin) and the German Bundesbank. დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებ-გვერდს: www.procredit-holding.com
იუნკერ გეგმის შესახებ
ევროპის საინვესტიციო გეგმა, ე.წ. „Juncker Plan“ ევროკომისიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ის მიზნად ისახავს ინვესტიციის განხორციელებას ეკონომიკური ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, ფინანსური რესურსების გონივრული მართვითა და პროექტების ტექნიკური მხარდაჭერით. „ევროპული ფონდი სტრატეგიული ინვესტიციებისთვის“ (EFSI) „Juncker Plan-ის ძირითადი მიმართულებაა. იგი უზრუნველყოფს გარანტიის საფუძველზე პირველადი შესაძლო დანაკარგის ანაზღაურებას, რაც საშუალებას აძლევს ევროპის განვითარების ბანკს (EIB), მეტი ინვესტიცია განახორციელოს შედარებით რისკიან ბიზნეს პროექტებში. EFSI-ს ფარგლებში დამტკიცებული პროექტებითა და შეთანხმებებით , მოსალოდნელია 410 მილიარდი ევროს ინვესტიციის განხორციელება, 28 წევრ ქვეყანაში, 952, 000 მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად.
InnovFin-ის შესახებ
InnovFin SME Guarantee Facility შეიქმნა „ევროკავშირის InnovFin დაფინანსება ნოვატორებისთვის“ ინიციატივით, რომელიც შემუშავებულია ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციის პროგრამის „ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში. ის ითვალისწინებს 25 ათასიდან 7.5 მილიონ ევროს ფარგლებში დაფინანსების გარანტიებს და კონტრ გარანტიებს, ინოვაციური მცირე და საშუალო ბიზნესებისა და ასევე მცირე კაპიტალის მქონე საწარმოებისთვის ფინანსებზე წვდომის გამარტივების მიზნით. (500-ზე ნაკლები თანამშრომელი). საგარანტიო სქემას მართავს ევროპის საინვესტიციო ფონდი (EIF), მის საბოლოო მომხმარებლამდე მიტანას კი უზრუნველყოფენ ფინანსური შუამავლები - ბანკები და სხვა საფინანსო ინსტიტუტები - ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და ასოცირებულ ქვეყნებში. საგარანტიო სქემის ფარგლებში, ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ფონდი გასცემს გარანტიებს ფინანსური შუამავლებისთვის იმ ზარალის პროპორციულად, რომელსაც გაწევენ ვალის დაფარვაზე.
საკონტაქტო ინფორმაცია პრესისთვის:
ქრისტოფ როშე, c.roche@eib.org, ტელ.: +352 43 79 89013 / Mobile: +32 479 65 05 88
ვებგვერდი: www.eib.org/press - პრეს ოფისი: +352 4379 21000 – press@eib.org
ანდრეა კაუფმან, ჯგუფის კომუნიკაციები, პროკრედიტ ჰოლდინგი,
ტელ.: +49 69 951 437 138, e-mail: Andrea.Kaufmann@procredit-group.com
(R)