ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტ ბინადრობის ნებართვას გასცემს

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს ევროკავშირის ქვეყნებმა საერთო ჯამში 3 მილიონი ბინადრობის ნებართვა გასცა.

ევროკავშირის მიერ გაცემებული პირველად ნებართვა, ქვეყანაში მინიმუმ 3 თვით დარჩენის უფლებას იძლევა.

ევროსტატის მიხედვით, ყველაზე მეტი ნებართვა (683,228) პოლონეთმა გასცა, რაც მთლიანი რაოდენობის 21.7%-ს შეადგენს. მას მოსდევს გერმანია - 17%-ით და დიდი ბრიტანეთი 16.4%-ით.

ევროკავშირში ცხოვრების ნებართვიდან ყველაზე ბევრი (662,000) უკრაინის მოქალაქეებმა მიიღეს, აქედან 88% საცხოვრებლად პოლონეთში გადავიდა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიგრაცია სწორედ უკრაინაში ფიქსირდება. მათივე ინფორმაციით, უკრაინის დიასპორა 20 მილიონ ადამიანს შეადგენს, აქედან 1.36 მილიონი კონფლიქტის გამო იძულებით გადაადგილებული პირია.

უკრაინას მოსდევს სირია და ჩინეთი, შესაბამისად აღნიშნულ ქვეყნის მოქალაქეებზე გაცემული ნებართვები 7 და 6 პროცენტს შეადგენს.

ლიკა ამირაშვილი