საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის კვლევის თანახმად, სამომავლოდ, ავტომობილებზე მოთხოვნის ზრდა ჩვენს ქვეყანაში ქალი მძღოლების რაოდენობასაც გაზრდის, თანდათან განახლდება ავტოპარკი და გაიზრდება საყოფაცხოვრებო შემოსავალი.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქალი მძღოლების რაოდენობა იზრდება, იმ 1.23 მილიონი ადამიანიდან, ვისაც ქვეყანაში მართვის მოწმობა აქვს, მხოლოდ 23%-ია ქალი.
გარდა ამისა, Galt & Taggart-ის მოსაზრებით, ავტმობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება მძღოლებს უბიძგებს, რომ შედარებით ახალ ავტომობილებზე გადასხდნენ. მათივე ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 81.4% 12 წელზე მეტი ასაკისაა.
„სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება ავტონაწილებზე მოთხოვნასაც გაზრდის, ასევე გაიზრდება ავტოსერვისებისთვის მიმართვიანობაც. ამ ყველაფერთან ერთად, რეექსპორტზე მაღალი მოთხოვნა, მომავალ წლებში ავტობიზნესის შემოსავალს გაზრდის“, - ნათქვამია კვლევაში.
მარიამ მენაბდიშვილი