ყველაზე ძვირად ღირებული სპორტსმენი ქალები

გამოცემა "ფორბსმა" 2014 წლის ყველაზე ძვირად ღირებული სპორტსმენი ქალების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც რუსი ჩოგბურთელი, მარია შარაპოვა ლიდერობს.

მისმა შემოსავალმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში 24,4 მლნ დოლარი შეადგინა. "ფორბსის" ამ რეიტინგში შარაპოვა ზედიზედ უკვე მეათე წელია ლიდერობს. ყველაზე ძვირად ღირებული სპორტსმენი ქალების პირველ სამეულში კიდევ ორი ჩოგბურთელი ქალი მოხვდა: ჩინელი ლი ნა, რომლის შემოსავალმა წლის განმავლობაში 23,6 მლნ დოლარი შეადგინა და ამერიკელი სერენა უილიამსი - 22 მლნ დოლარი.

"ფორბსის" ამ რეიტინგში ასევე მოხვდნენ: სამხრეთ კორეელი მოციგურავე, კიმ ენ ა - 16,3 მლნ დოლარი, მრბოლელი დანიკა პატრიკი - 15 მლნ დოლარი და გოლფის მოთამაშე პოლა კრიმერი - 5,5 მლნ დოლარი.

bpn