მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე, დაგეგმილი სარეაბილიტაცი სამუშაოებიდან გამომდინარე, ხვალ, 11:00 საათიდან, 200 დღის განმავლობაში ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გარდა ამისა, მოძრაობა შეიზღუდება ვახუშტის ხიდიდან მარჯვენა სანაპიროზე, უკიდურეს მარჯვენა ზოლში, კლდის გასწვრივ. შესაბამისად, გმირთა მოედანზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება შემდეგი მარშრუტებით: მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან, ლაგუნა ვერეს მხრიდან; მარშალ გელოვანის გამზირიდან გაგარინის ქუჩის გავლით (ვაჟა ფშაველას გამზირი, ბექას ქუჩა, ყაზბეგისა და პეკინის გამზირები, კოსტავას ქუჩა); ალიევის სახელობის სანაპიროდან გოთუას ქუჩის ან სააკაძის მე-2 გასასვლელის გავლით (სააკაძის მოედანი, ჭაბუკიანის ქუჩა, პეკინის გამზირი, კოსტავას ქუჩა).
თამარ მეფის ხიდიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით ტრანსპორტი იმოძრავებს: გმირთა მოედნისა და ლაგუნა ვერეს გავლით, იუსტიციის სახლის მიმართულებით; გმირთა მოედნის, კოსტავას ქუჩის, სააკაძის მოედნის, სააკაძის პირველი გასასვლელის გავლით, მარშალ გელოვანის გამზირის მიმართულებით; გმირთა მოედნის, კოსტავას ქუჩის სააკაძის მოედნის, შარტავასა და გაგარინის ქუჩების გავლით გელოვანის გამზირის მიმართულებით.
მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.