ლონდონი უარს ამბობს ექსტრავაგანტულ „ტიტას“ ცათამბჯენზე

ლონდონის მერმა სადიქ ხანმა დაბლოკა პროექტი სახელწოდებით „ტიტა“, რომელიც ლონდონის საქმიან უბანში „სიტი“ ულტრათანამედროვე ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს. განმარტებით წერილში ხანი აცხადებს, რომ შენობა ვიზუალურად არ შეესაბამება ქალაქის მოთხოვნებს და ისტორიულ გარემოსა და ქალაქის იმიჯს დააზიანებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება ხანმა ქალაქის ადმინისტრაციის მხრიდან პროექტისთვის ნებართვის გაცემიდან ოთხი თვის შემდეგ მიიღო. პროექტი ითვალისწინებდა 1 000 ფუტი (304 მეტრი) სიმაღლის შენობას, რომელიც ევროპაში რიგით მეორე ყველაზე მაღალი ცათამბჯენი გახდებოდა და მისი გახსნა 2025 წლისთვის იგეგმებოდა.

შენობის დიზაინის ავტორია ნორმან ფოსტერი და მისი კომპანია Foster + Partners-ი, ცათამბჯენში გათვალისწინებული იყო ქალაქის სათვალთვალო სივრცე, რესტორანი და საგანმანათლებლო სივრცეები ბავშვებისთვის. მას ასევე ექნებოდა მრგვალი სფეროსებრი მოძრავი შუშის კაფსულებიც, რომელიც მასში მჯდომებს შენობის ირგვლივ გარედან ტრანსპორტირებას სთავაზობდა.

თუმცა, პროექტმა კრიტიკა მას შემდეგ გამოიწვია, რაც მისი ფოტოები მედიაში გავრცელდა. მას აკრიტიკებდნენ ნავიგაციის თანამშრომლებიც, რომელთა განცხადებით, შენობა ლონდონის აეროპორტიდან რამდენიმე კმ-ის მოშორებით უნდა აგებულიყო და მისი სიმაღლიდან გამომდინარე ფრენების ტრაექტორიის შეცვლას გამოიწვევდა.

მიუხედავად ამისა, პროექტს 18 მომხრითა და 7 წინააღმდეგით მხარი დაუჭირა City of London Corporation-მა, რომელიც „ლონდონ-სიტის“ მართავს, მაგრამ მერმა მისი უფლებამოსილება გამოიყენა და პროექტი დაბლოკა.

კოკა კვირკველია