ბულგარეთთან საბორნე მიმოსვლა აღდგა

ფოთსა და ბულგარეთს შორის საბორნე მიმოსვლა აღდგა.

ბორანი ფოთის პორტში ყოველ ორშაბათს შევა. გემს სამგზავრო და სატვირთო დანიშნულება ექნება.

პირველი ოქტომბრიდან სანაოსნო ხაზს რუსეთის ერთ-ერთი პორტიც დაემატება.

"საბორნე მიმოსვლის განახლება ქართველ ექსპორტიორებს საშუალებას მისცემს, პროდუქცია ნაკლები დანახარჯებით რუსეთისა და ევროპის ბაზარზე გაიტანონ", - აცხადებს მომსახურე კომპანია "ევრაზია რორო ლაინის" დირექტორი თემურ ბარქაია.

ბორანი ამ დროისათვის ფოთის პორტის მეორე ნავმისადგომზე დგას, სადაც გადმოტვირთვა მიმდინარეობს. ბოლო რეისი ფოთსა და ბულგარეთს შორის 2010 წელს შესრულდა.