საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ინფორმაციით, საქართველოში ავტომობილების ოფიციალური დილერების მთავარ კლიენტებს მთავრობა და კომპანიები წარმოადგენს.
ამის შესახებ კომპანიის 2019 წლის ივლისის კვლევაშია აღნიშნული, რომელიც საქართველოში არსებულ საავტომობილო ბაზარს ეხება.
მსოფლიოში პოპულარული ბრენდებიდან საქართველოში დაახლოებით, 40-მდეა წარმოდგენილი, რომელსაც ოფიციალური დილერი ჰყავს საქართველოში. ამ ბრენდებიდან უმრავლესობაზე 7 კომპანიას ჰყავს ძირითადი წარმომადგენლობა. თუმცა, მათი მყიდველები ფიზიკური პირები იშვიათად არიან. ჩვენს კვლევაში ცალკეა გამოყოფილი 1 წლამდე ავტომობილები, რომელთა რიცხვი არც ისე ბევრია და მათი მყიდველები 60-65%-მდე იურიდიული პირები არიან“,-აღნიშნა Galt & Taggart-ის ანალიტიკოსმა თათია მამრიკიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“.
რაც შეეხება კვლევას, მისი შედეგებით, 2018 წელს საქართველოს ავტოპარკს 3.4 ათასი ახალი ავტომობილი დაემატა. აღნიშნული რაოდენობიდან 64% იურიდიულმა პირებმა შეიძინეს, მათ შორის მთავრობამ. ძირითადად, ეს ორი ჯგუფი ყიდულობს ახალ, ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში არშესულ მანქანებს.
კვლევა ავტოდაზღვევის საკითხებსაც მოიცავს. როგორც Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული, 2018 წელს საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 5,7%-ია დაზღვეული. ავტოდაზღვევაზე მოთხოვნა კი ძირითადად, ახალი ავტომობილების მესაკუთრეებისგან მოდის.
მარიამ მენაბდიშვილი