ნიკა გვარამია იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებს, „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში არ დაარეგისტრიროს იქამდე, ვიდრე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები არ ამოიწურება

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებს, ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში არ დაარეგისტრიროს იქამდე, ვიდრე გასაჩივრების ვადები არ ამოიწურება. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ მოვითხოვთ, არ იქნას ჩადენილი დანაშაული, არ იქნას გადაფორმებული ქიბარ ხალვაშზე „რუსთავი 2“ კანონის დარღვევებით. ჩვენ ამას ჩავთვლით დანაშაულებრივ ქმედებად და „რუსთავი 2“-ის მითვისებად. ჩვენ გვაქვს გასაჩივრების უფლება. ამ უფლების დაკმაყოფილება გამოიწვევს საქმის სრულ დაშლას. ამ უფლების გაუქმება იუსტიციის მინისტრის მიერ არის კანონდარღვევა და თანამდებობრივ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.