რუსთავში რადიომაუწყებლობის ლიცენზია შპს "ნიუკომმა" აიღო

რუსთავში რადიომაუწყებლობის ლიცენზია შპს "ნიუკომმა" მიიღო.

საქარათველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 18 აგვისტოს კომისიაში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსი გაიმართა.

კონკურსში ერთი კომპანია, შპს "ნიუკომი" მონაწილეობდა. კომპანიამ რუსთავში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზია მიიღო. სალიცენზიო პირობების თანახმად, დღე-ღამის განმავლობაში მინიმალური 12 საათიანი მაუწყებლობაა განსაზღვრული, მინიმალური პროგრამული მოთხოვნაა - საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემებით მაუწყებლობა.

კომისიამ რუსთავში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსი 2014 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით გამოაცხადა.