რა ფასად იყიდება თბილისში მე-19 საუკუნეში აშენებული სახლი (+ფოტო)

თბილისში იყიდება კერძო სახლი, რომელიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის არქიტექტურულ, ისტორიულ ძეგლს წარმოადგენს.

სახლი ღირებულება 5 030 100 ლარია. როგორც SS.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახლი თბილისის ცენტრალურ ადგილას, აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს. არქიტექტორი კი პაულ შტერნია.

„ეზოს საერთო ფართობი: 1250 კვ.მ, აღნიშნულ შენობას გააჩნია წინა საპარადო (500 კვ.მ) და უკანა სამეურნეო (250 კვ.მ) ეზოები. შენობის მთლიანი ფართობი - 800 კვ.მ. მოცემული შენობა 2 სართულიანია და აქვს სხვენი, სადაც შესაძლებელია მანსარდის მოწყობა და მოემატება 200 კვ.მ. შენობას ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, ახალი აღმაშენებლის პირობებში, ამიტომ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სასტუმროს, ოფისის და ნებისმიერი ბიზნესის დანიშნულებით. მთლიანი ტერიტორია ეკუთვნის 12 ოჯახს," - აღნიშნულია განცხადებაში.

ლიკა ამირაშვილი