ორგანიზაციამ Greenpeace, FaceApp-ის მიხედვით შექმნილი აპლიკაცია წარმოადგინა, თუ როგორი იქნება დედამიწა მომავალში. ამ გზით Greenpeace ცდილობს, პლანეტაზე კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით ადამიანების ყურადღება მიიქციოს.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე დედამიწის სხვადასხვა ადგილებია ნაჩვენები.
ახალ კამპანიას მხარი დაუჭირეს ბლოგერებმა და ინფლუენსერებმა, მათ აღნიშნული ფოტოები საკუთარ სოციალურ ქსელებში ატვირთეს.