საქართველოში იმპორტირებული საკვები პროდუქტი საზღვარზევე მოწმდება.
იმ შემთხვევაში თუკი პროდუქცია შემოწმებას ვერ გაივლის, ადგილზევე განადგურდება ან უკან დაბრუნდება.
როგორც შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტიდან მოწოდებული 2018-2019 წლის სტატისტიკური მონაცემებით ირკვევა, ყველაზე ხშირად ნადგურდება ან უკან ბრუნდება საქართველოში იმპორტირებული ქათმის გაყინული მექანიკურად განცალკევებული ხორცი, საქონლის გაყინული ხორცი, საქონელი ხორცისა და თევზის კოსერვი, ფისტა და წიწაკა.
2018-2019 წლის მონაცემებით, უკან გაბრუნებას და განადგურებას დაექვემდებარა საკვები პროდუქტები შემდეგი ქვეყნებიდან:
ნიდერლანდების სამეფო - ქათმის გაყინული მექანიკურად განცალკევებული ხორცი.
ბელგია - ქათმის გაყინული მექანიკურად განცალკევებული ხორცი.
გერმანია - საქონლის გაყინული ხორცი, საქონლი ხორცისა და თევზის კოსერვი.
უკრაინა - საქონლის გაყინული ხორცი.
თურქეთი - ფისტა და წიწაკა.
ინდოეთი - ფისტა და წიწაკა.
ლატვია - საქონლი ხორცისა და თევზის კოსერვი.