2019 წლის ივნისში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 33,993 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით, 29,991 მლნ ლარით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,940 მლნ ლარით ნაკლებია.
კერძოდ, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის ივნისში ბანკების წმინდა მოგება/ზარალი 47,933 მლნ ლარი, ხოლო 2019 წლის მაისში - 63,984 მლნ იყო.
ამასთან, მიმდინარე წლის ივნისში, ბანკების შემოსავლებმა 345,001 მილიონი ლარი, ხოლო ხარჯებმა 309,542 მილიონი ლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2019 წლის ივნისში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 5,751 მილიონი ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან, ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 3,315 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 26,071 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივნისში ბანკებმა 1,213 მილიონი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს.
ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 914,718,028 ლარი შეადგინა.