სამგორის რაიონის გამგეობა სხვადასხვა მისამართზე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვემო სამგორში მიმდინარე სამუშაოები რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა სოსო ბურდულაძემ დაათვალიერა.
საგზაო სამუშაოები გარდაბნის გზატკეცილზე, პირველ ჩიხში მიმდინარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ამ დროისთვის, ასფალტის საფარის დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები ხორციელდება.
მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულება 27 ათასი ლარია, 540 კვ.მ ფართობი მოწესრიგდება. საგზაო სამუშაოებს სამგორის გამგეობის დაკვეთით, შპს „არსაკიძე 2000“ ახორციელებს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს მოსკოვის გამზირის N48ა კორპუსის მიმდებარედაც. პროექტის ფარგლებში, შიდა ეზოები მოწესრიგდება, ასფალტის საფარი კი 560 კვ.მ ფართობზე დაიგება. ასევე, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარი.
პროექტის განსახორციელებლად სამგორის გამგეობის ბიუჯეტიდან 20 000 ლარი გამოიყო და მას გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „არსაკიძე 2000“ ახორციელებს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, შიდა ეზოები ასევე, წესრიგდება და ბორდიური ეწყობა მოსკოვის გამზირის N19 და N35 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულ მისამართებზე ჯამში, 1 000 კვ.მ ფართობი მოწესრიგდება.
სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, „სატრანსპორტო სამშენებლო კომპანია“ ასრულებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.