ბოლო პერიოდში არაერთი ინტერნეტ მაღაზია გამოჩნდა ქართულ ბაზარზე, რამაც მომხმარებლებისთვის ნივთის ყიდვის პროცესი კიდევ უფრო მარტივი გახადა.
ციფრული პლატფორმების არსებობით ლიდერობს სამშენებლო სეგმენტიც. მოგეხსენებათ, საქართველოში მშენებლობის ბუმია. ბინების ყიდვა-გაყიდვის პროცესიც მეტად აქტიურ ფაზაშია. საქართველოს ბანკმა შექმნა Area.ge, ხოლო თიბისი ბანკმა livo.ge. აღნიშნული პლატფორმები უძრავი ქონების ციფრული საიტებია. პლატფორმები შექმნილია როგორც ბინის გაყიდვის მსურველი ფიზიკური პირებისათვის, ისე დეველოპერებისთვის და საბროკერო კომპანიებისთვის.
საყოფაცხოვრებო ინტერნეტ მაღაზიები
იმის გამო, რომ მომხმარებლებს ათობით წვრილმანის შეძენა სურთ საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის, ხშირად მაღაზიებში სასიარულოდ დრო არ რჩებათ. სწორედ მომხმარებელთა ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად შეიქმნა საყოფაცხოვრებო ნივთების ინტერნეტ მაღაზიები, სადაც სხვადასხვა დასახელების ნივთის შეძენას ერთ სივრცეში ახორციელებენ.
ამასთანავე, ონლაინ მაღაზიები გვთავაზობენ დაბალ ფასს, ადგილზე მიტანის სერვისს, უნაღდო ანგარიშსწორებასა და სხვა მრავალ სასარგებლო მომხმარებლის კომფორტზე ორიენტირებულ სერვისს.
სულ რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა ახალი ონლაინ მაღაზია Vendoo, 1 წლის წინ კი ლილოშოპის ინტერნეტ მაღაზია ამოქმედდა.
Liloshop - ყველაზე დიდი ქართული ონლაინ მაღაზია, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს ინტერნეტსივრცეში, სახლიდან გაუსვლელად, ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად შეუძლია სასურველი პროდუქციის შეძენა. საიტზე ასობით დასახელების ნივთია წარმოდგენილი, მათ შორის: საყოფაცხოვრებო ტექნიკა სათამაშოები, ქალისა და მამაკაცის ჩანთები და აქსესუარები, ჭურჭელი, ტანსაცმელი და სხვა.
Liloshop- ზე ყოველდღიურად სხვადასხვა კატეგორიის ნივთი ემატება. მათ შორისაა: ტექსტილი, ინტერიერის დეკორი, განათება, ელექტრონიკა, დალაგება-დასუფთავება, სახლი და რემონტი, სადღესასწაულო და სეზონური პროდუქცია- ანუ ყველაფერი ის, რაც ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში სჭირდება.
Liloshop -დან გამოწერილი ნივთი, საკურიერო სამსახურის მეშვეობით, მთელი საქართველოს მასშტაბით მიეწოდება. ნივთის მიწოდებას თბილისში 2-3 სამუშაო დღე სჭირდება, ხოლო რეგიონში – 3-5 სამუშაო დღე
სეგმენტური ონლაინ მაღაზიები
დღესდღეობით აგრეთვე ძალიან აქტუალურია ერთ სეგმენტზე გათვლილი ონლაინ მაღაზიები, რომლებსაც თავიანთი მუდმივი მომხმარებლები ჰყავს, მაგალითად: beard.ge, სადაც წვეროსანი მამაკაცებისთვის წვერისა და თმის მოვლის საშუალებები იყიდება. სეგმენტურ ინტერნეტ მაღაზიათა რიცხვს მიეკუთვნება აგრეთვე esigareti.ge - სადაც ელექტრო სიგარეტებისა და შესავსები სითხეების შეძენა შეუძლია მომხმარებელს.
დაბოლოს, ინტერნეტ მაღაზიები მთელი მსოფლიოს მასშტაბით უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ცნობილი მარკეტოლოგები და მკვლევრები მიიჩნევენ, რომ დროთა განმავლობაში ე.წ offline მაღაზიების რიცხვი საგრძნობლად შემცირდება და მომხმარებლები ონლაინ მაღაზიების სერვისით სარგებლობაზე გადავლენ.
(R)