საბერძნეთის ახალშექმნილმა მინისტრთა კაბინეტმა პარლამენტში ეკონომიკური პროგრამა წარადგინა და სამდღიანი განხილვების შემდეგ ნდობის ვოტუმი მიიღო. პროგრამა გადასახადების შემცირებას და ინვესტიციების სწრაფად მოსაზიდად ზომებს ითვალისწინებს. კენჭისყრა სახელობითი იყო და მას მმართველი პარტიის - „ახალი დემოკრატიის“ 158-მა წევრმა მისცა ხმა.
პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის მთავრობა ეკონომიკის ზრდის სტიმულირებას აპირებს, რომელიც მეოთხედით შემცირდა გაჭიანურებული სასესხო კრიზისის დროს. გეგმის თანახმად, ქონების, საშემოსავლო და კორპორატიული გადასახადები შემცირდება. ინვესტიციებისთვის ბიუროკრატიული ბარიერების აღმოსაფხვრელად სახელმწიფო მმართველობის რეფორმაც გატარდება.
ამ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.