1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8971 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8971 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8831 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0140 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2390 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2357 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0033 ლარი შეადგინა.