მსოფლიოს ყველაზე დიდი მონაცემთა ბაზის - Numbeo-ს რეიტინგში საქართველო სიიაფით მეცხრე ადგილზეა.
კერძოდ, 2019 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, თბილისში ცხოვრების ღირებულების ინდექსი 27,65-ით განისაზღვრა და დედაქალაქი 352-ე ადგილზე მოხვდა. მთლიანად ქვეყანა კი 27,78 ინდექსით, 128-ე ადგილზე.
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო 30,31 ინდექსით რეიტინგის 341-ე ადგილს იკავებს, ერევანი კი - 33,13 ინდექსით 327-ე ადგილს.
Numbeo-ს მონაცემების მიხედვით, საცხოვრებლად ყველაზე იაფი ქალაქები პაკისტანის რავალპინდი, კარაჩი და ისლამაბადია. საცხოვრებლად ყველაზე ძვირ ქალაქებად კი შვეიცარიის ბაზელი, ციურიხი და ლოზანა განისაზღვრა. თუმცა ცხოვრების ღირებულების რეიტინგში სიძვირის მიხედვით შვეიცარიამ მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა, შესაბამისად, პირველი და მეორე ადგილი კაიმანისა და ბერმუდის კუნძულებს დაუთმო.
მოამზადა სალომე აბულაშვილმა