დღეიდან გურჯაანში ”რთველი 2014”-ის შტაბი იხსნება

გურჯაანში 20 აგვისტოს "რთველი 2014"-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნება.

ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შტაბი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს და ჩაბარებული ყურძენი ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღირიცხება.

შტაბში იმუშავებს ცხელი ხაზი. როგორც ცნობილია, მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს რთველის სუბსიდირება გაგრძელდება და 1 კგ თეთრ ყურძენზე 35 თეთრით განისაზღვრება, წითელზე - 15 თეთრით.

შტაბს გურჯაანში სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია 14:00 საათზე გახსნის.