საუკეთესო ქალაქები საცხოვრებლად

ავსტრალიის მელბურნი უკვე მეოთხედ, საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქების რეიტინგში ლიდერობს.

ჟურნალ ”ეკონომისტის” მიხედვით, ექსპერტებმა და მკვლევარებმა 140 ქალაქი შეისწავლეს და ისინი საცხოვრებელი პირობების მიხედვით დაალაგეს. კვლევისას ძირითადი ყურადღება ეთმობოდა ისეთ გარემოებებს, როგორებიცაა ჯანდაცვაზე, ინფრასტრუქტურაზე, განათლებასა და კულტურაზე ხელმისაწვდომობა.

რეიტინგის პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ ადელაიდა, ვენა, სიდნეი, პერტი, ვანკუვერი, ტორონტო, კალგარი, ჰელსინკი და აუკლენდი.

რეიტინგის ბოლო პოზიციაზე სირიის დედაქალაქი დამასკო აღმოჩნდა, სადაც ბოლო სამი წლის განმავლობაში გრძელდება შეიარაღებული კონფლიქტი ხელისუფლებასა და ამბოხებულებს შორის. ამბოხებულები პრეზიდენტ ბაშარ ასადის გადადგომას ითხოვენ.

იხილეთ ფოტოგალერეა