საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალური გაზსადენის თელავი-გურჯაანის მონაკვეთზე, სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ცნობით, აღნიშნული სამუშაოების შესრულების გამო, 26 ივლისს, 06:00 საათიდან - 15:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებს: აკურას, ვანთას, ბუშეტს, ქვემო ხოდაშენს, წინანდალს, კონდოლს, კისისხევს და ნასამხრალს.