ჩხოროწყუში "საქართველოს ბანკის" სერვისცენტრი გაიხსნა

"საქართველოს ბანკის" სერვისით სარგებლობას ჩხოროწყუს მოსახლეობაც შეძლებს. რაიონში დღეს ბანკის სერვისცენტრი გაიხსნა.

ბანკის ინფორმაციით, ახლა უკვე ჩხოროწყუს მოსახლეობაც შეძლებს Express მომსახურებით სარგებლობას. ახალი Express-ი, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, შეასრულოს ნებისმიერი სტანდარტული საბანკო ოპერაცია, გობეჩიას ქუჩაზე, 4 ნომერში მდებარეობს.

მათივე ინფორმაციით, 2014 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით "საქართველოს ბანკის" უკვე 212 სერვისცენტრი მოქმედებს.