ჩვენ “თიბისი ბანკთან” ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას, როგორც რეგულატორი, - ეს განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
რაც შეეხება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ბრალის წარდგენას, გვენეტაძის განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებული კითხვები საგამოძიებო ორგანოში უნდა დაისვას.
„უმჯობესია, საგამოძიებო ორგანოებს დაუსვათ ეს კითხვები. რაც შეეხება „თიბისი ბანკს“, მოგეხსენებათ, ჩვენ ბანკთან ჩვეულებრივ რეჟიმში ვმუშაობთ, როგორც რეგულატორი. კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ბანკი ეს არის ერთ-ერთი ჯანსაღი საფინანსო ინსტიტუტი და ბანკის მომხმარებლის ინტერესები იმავე ხარისხით არის დაცული, როგორც აქამდე იყო“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.