მამუკა ხაზარაძე - "მაინც ავაშენებთ!!!"

"მაინც ავაშენებთ!!!", - ამის შესახებ ბიზნესმენი, "თიბისი ბანკის" დაფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე წერს და ანაკლიის პორტის შესახებ ინფორმაციას აზიარებს. გაზიარებულ პოსტში საუბარია იმის შესახებ, რომ ანაკლიის პორტის გენერალური მშენებელი უმსხვილესი ფრანგული კომპანია Eiffage გახდა.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.