შეგახსენებთ, რომ გამოძიება დაწყებულია ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ბატონი მამუკა პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებულ გეგმებზე გააკეთებდა განაცხადს, - ასე პასუხობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ჟურნალისტებს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ბრალის წარდგენის საკითხზე.
თურნავას თქმით, პროკურატურის გადაწყვეტილების დაკავშირება ხაზარაძის მიერ დაანონსებულ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნასთან, უადგილოა.
"პროკურატურა მოქმედებს თავისი პროცედურების შესაბამისად. ეს პროცესი, ვინაიდან მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს უკავშირდება, საჯაროა. თქვენ ყველას საშუალება გაქვთ თვალყური მიადევნოთ კანონის აღსრულებას", - აღნიშნა თურნავამ.