1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9010 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9010 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8971 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0039 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2343 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2390 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0047 ლარი შეადგინა.