სერვისმა Hopper HQ Instagram ინფლუენსერების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელთაც სარეკლამო დამკვეთები პოსტის დადებაში ფულს უხდიან.
გასული წლის მსგავსად წელსაც ლიდერობა მოდელმა ქაილ ჯენერმა შეინარჩუნა, რომლის შემოსავალი თითო პოსტიდან 1-1,3 მილიონ დოლარამდე მერყეობს. მოდელის აუდიტორია სოციალურ ქსელში 139,2 მილიონი ადამიანია.
მეორე ადგილამდე ამოვიდა ამერიკელი მომღერალი არიანა გრანდე, რომელსაც 158,4 მილიონი ხელმომწერი ჰყავს, მის პოსტს კი 996 ათასი დოლარის შემოსავალი მოაქვს. მესამეზეა გასულ წელსაც ამ პოზიციაზე მყოფი კრიშტიანო რონალდო, მის გვერდზე პოსტის ღირებულება 975 ათასი დოლარია, ამასთან, მას ხელმომწერთა ყველაზე დიდი ბაზა ჰყავს, მათი რაოდენობა 172,8 მილიონია.
ერთი საფეხურით ქვემოთ არის კიმ კარდაშიანი, რომელიც ერთ სარეკლამო პოსტში 910 ათას დოლარს იღებს, მისი აუდიტორია 142,7 ათასია. მეხუთე ადგილს კი რეიტინგში სელენა გომესი იკავებს, რომელიც გასულ წელს მეორე ადგილზე იმყოფებოდა. მის კედელზე პოსტის განთავსება 886 ათასი დოლარია.