2018 წელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიღების თვალსაზრისით, ტრანსპორტი და ლოგისტიკა მეორე ადგილზე იყო. ამის შესახებ საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის კვლევაშია ნათქვამი, რომელიც „საქართველოს რკინიგზას“ ეხება.
კვლევის თანახმად, სექტორმა 3.7 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი თანხა მიიზიდა, რაც 2007-2018 წლების განმავალობაში საქართველოს მიერ მიღებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეოთხედს წარმოადგენს.
„უცხოური ინვესტიციები უფრო მეტად დაკავშირებული იყო BP-ს გაზსადენი მილის მშენებლობასთან, რომელიც 2018 წლის მეორე ნახევარში დასრულდა. ამ სექტორში სახელმწიფო ინვესტიციები ასევე არსებითი იყო: 2013-2018 წლებში 1.6 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით ინვესტიცია მხოლოდ გზის რეკონსტრუქციაში ჩაიდო“, - ნათქვამია კვლევაში.
Galt & Taggart-ის კვლევაში ნათქვამია, რომ მსოფლიო ბანკის Doing Business-ის შესახებ მომზადებული 2019 წლის ანგარიშის თანახმად (ბიზნესის კეთება), საზღვრებს გარშემო გამარტივებული ვაჭრობის თვალსაზრისით, 190 ქვეყანას შორის, საქართველო 43-ე ადგილს იკავებს.
„საქართველომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში საზღვრებს გარშემო ვაჭრობის გაუმჯობესება შეძლო, რაც დროის მოქნილობისა და პროდუქციის იმპორტისა და ექსპორტის ტარიფების დამსახურებაა. სწორედ ამის დამსახურებით გაუმჯობესდა მისი პოზიცია 2007 წლიდან დღემდე (2007 წელს საქართველო საზღვრებს გარშემო ვაჭრობის მიმართულებით 95-ე პოზიციას იკავებდა, 2019 წელს კი 43-ზე გადმოინაცვლა)“, - ნათქვამია კვლევაში.
ამასთან, Galt & Taggart-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად, მოკლე დროში ექსპორტის თვალსაზრისით, გლობალურად, საქართველო 190 ქვეყნიდან 31-ე ადგილს იკავებს, ექსპორტის ღირებულებით კი - 27-ე ადგილს (2019 წლის მონაცემები). მათივე ინფორმაციით, საქართველოდან პროდუქციის ექსპორტს მხოლოდ 8 საათი სჭირდება.
რაც შეეხება იმპორტს, დროის სიმცირის მიხედვით, მსოფლიო ბანკის Doing Business-ის 2019 წლის კვლევის თახმად, 190 ქვეყანას შორის საქართველო 47-ე ადგილს იკავებს, ღირებულების მიხედვით კი 113-ე ადგილს.
მარიამ მენაბდიშვილი