ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.8 მლრდ ლარით, ანუ 4.5 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.1 პროცენტით) და 2019 წლის პირველი ივლისისათვის 43.1 მლრდ ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.2 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.1 პროცენტია.
ამასთან, სებ-ის ცნობით, 2019 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.