ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს, ამის შესახებ ხაზარაძე განაცხადებს თუ არა!"- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მმართველი პარტიის დეპუტატის განცხადებით, პროექტის მთავარი მენეჯერი სახელმწიფოა, რომელიც მის განხორციელებას უზრუნველყოფს. გია ვოლსკის თქმით, დროა, საკითხს პოლიტიკური კონტექსტი მოშორდეს.
"ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს, ამის შესახებ ხაზარაძე განაცხადებს თუ არა! ამ პროექტის მენეჯმენტი ერთია, მაგრამ მთავარი მენეჯერი არის სახელმწიფო, რომელსაც თავისი ინტერესები აქვს. სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება - ანაკლიის პორტი არის სახელმწიფო პროექტი და არა ვინმე კერძო პირის, თუნდაც პროექტის ყოფილი მენეჯერის",- განაცხადა გია ვოლსკიმ.