აუქციონზე 10 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ექვსმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 25 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი - 5.920 პროცენტით, მაქსიმალური - 6.090 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.007 პროცენტით განისაზღვრა.