2030 წლისთვის ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის ევროკავშირის მიერ 3.4 მილიარდი ევროა გათვალისწინებული. ამის შესახებ საინვესტიციო კომპანი Galt & Taggart-ის კვლევაშია აღნიშნული.
ევროკომისიისა და მსოფლიო ბანკის საინვესტიციო გეგმის თანახმად, 12.8 მილიარდი ევროს ოდენობით თანხა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნებში განსახორციელებელი ინვესტიციებისთვის არის გათვალისწინებული, მათ შორის, საქართველოც მოიაზრება.
„3.4 მილიარდი ევრო ჯამში, 18 ინფრასტრუქტურული პროექტისთვის არის გათვალისწინებული. აქედან 6 პროექტი მიმდინარეობს“, - ნათქვამია კვლევაში.
Galt & Taggart-ის მკვლევარებს დეტალურად აქვთ აღწერილი, ევროკავშირი რომელ პროექტში, რა ოდენობით ინვესტიციას ახორციელებს. კერძოდ:
Galt & Taggart-ის კვლევაში მრავალფუნქციური პროექტის განხორციელებაზეც არის საუბარი. უფრო კონკრეტულად, როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2019 წლის მარტში საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და თურქმენეთმა კასპიის ზღვასა და შავ ზღვას შორის მულტიმოდალური დერეფნის პროექტი შეიმუშავეს. მოიაზრება, რომ ინტერმოდალური სატრანსპრტო გზის მეშვეობით, დერეფანი ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიას ევროპასთან დააკავშირებს.
„საქართველოს რკინგზის“ შესახებ კვლევაში ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის შესახებაც არის საუბარი.
„აზერბაიჯანისა და თურქეთის საქართველოს გავლით ერთმანეთთან დამაკავშირებელი ხაზის მშენებლობა 2017 წლის ოქტომბერში დასრულდა, თუმცა პროექტის ამოქმედება შეფერხებულია. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის სრული დატვირთვით ამოქმედება 2019 წლიდან არის მოსალოდნელი. მისი თავდაპირველი შესაძლებლობა კი წელიწადში, 5.0 ტონა ტვირთი იქნება.
მარიამ მენაბდიშვილი