WIZZ AIR-ი ახალგაზრდებს მასშტაბურ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

Wizz Air-ი 18-25 წლის ახალგაზრდებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს, გამარჯვებულები ერთწლიანი შეუზღუდავი მოგზაურობის პაკეტით დასაჩუქრდებიან.

დღეს ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია ყოველწლიურ სტუდენტური კონკურსის დეტალებს წარადგენს. „WIZZ-ის ახალგაზრდული გამოწვევა“ საერთაშორისო კონკურსია უნივერსიტეტისა და კოლეჯის სტუდენტებისთვის, სადაც მონაწილეებს კრიტიკული აზროვნების, პრობლემის გადაჭრისა და ბიზნესის მართვის უნარების გამოვლენის საშუალება რეალური ბიზნესქეისის გადაწყვეტის გზით აქვთ. ქეისები შედგენილია Wizz Air-ის ხელმძღვანელთა გუნდის მიერ.

წლევანდელი კონკურსი სტუდენტებს მთავარ ამოცანად შემოქმედებითი, ინოვაციური და უნიკალური იდეების მოფიქრებას უსვამს, რომელიც მომავალში შეიძლება Wizz Air-ის მდგრადი განვითარების სტრატეგიაში ინტეგრირდეს. მნიშვნელოვანია, იდეამ უზრუნველყოს WIZZ-ის მთავარი მიზნის, ევროპაში ყველაზე მწვანე ავიახაზის სტატუსის შენარჩუნება.

31 ივლისიდან 1 სექტემბრამდე, 2-4 სტუდენტისგან შემდგარი გუნდები უნდა დარეგისტრირდნენ ვებგვერდზე https://www.wizzyouthchallenge.com/ სადაც ასევე გაეცნობიან დამატებით დეტალებს. ფინალისტები, რომლებიც მოკლე სიაში მოხვდებიან, თავიანთი იდეების წარსადგენად გაემგზავრებიან ბუდაპეშტში, სადაც 2019 წლის 14-15 ოქტომბერს კონკურსის ფინალური ეტაპი ჩატარდება. მონაწილეები ბუდაპეშტში Wizz Air-ის მაღალი რგოლის მენეჯერებს შეხვდებიან.

WIZZ-ის ახალგაზრდული გამოწვევა უნიკალური შესაძლებლობაა უნივერსიტეტისა და კოლეჯის სტუდენტებისთვის, რომ რეალური გავლენა მოახდინონ რეალურ ბიზნესზე. სტუდენტებს არა მხოლოდ შანსი აქვთ მიიღონ პროფესიონალური გამოცდილება, არამედ აქვთ შესაძლებლობა, საავიაციო ინდუსტრიაში ღრმად ჩაიხედონ, რჩევები კი Wizz Air-ის გამოცდილი მენეჯმენტისგან მიიღონ.

მდგრადი განვითარება არის ის, რასაც Wizz Air-ში ძალიან სერიოზულად ვეკიდებით და ვამაყობთ, რომ ევროპაში ყველაზე მწვანე ავიაკომპანია ვართ. ჩვენ მუდმივად ვეძებთ ინოვაციურ იდეებსა და გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეავსებენ მდგრადი განვითარების მიმართულებით არსებულ ინიციატივებს. რა არის იმაზე უკეთესი, ვიდრე მომავალში ევროპის ბიზნეს ლიდერებად ყოფნა.“ განმარტავს Wizz Air-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, სტეფან ჯონსი.

იღბლიანი გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან ერთწლიანი ულიმიტო ფრენით Wizz Air-ის სწრაფად მზარდ ავიაქსელში, რომელიც ერთმანეთთან უკვე 147 მიმართულებას აკავშირებს. ისინი ასევე მიიღებენ შესაძლებლობას, რეალურად განახორციელონ საკუთარი იდეა.