რუსეთის ხელისუფლებამ რამდენიმე პროდუქტზე ემბარგო გააუქმა

რუსეთის ხელისუფლებამ სანქციების სიიდან რამდენიმე საკვები პროდუქტი ამოიღო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

გამოცემა "ვედომოსტის" ცნობით, რუსეთის ხელისუფლებამ დაწესებული ემბარგო გააუქმა ულაქტოზო რძეზე, ორაგულზე, კალმახზე, სათესლე კარტოფილზე, ჰიბრიდულ სიმინდზე, ხახვსა და ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებზე.

გამოცემის ინფორმაციით, ხელისუფლების მიერ მიღებულ დებულებას ხელს აწერს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი.

7 აგვისტოს რუსეთმა ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების საპასუხოდ, რუსეთში სხვადახვა პროდუქტების შეტანა აკრძალა ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ-დან, კანადიდან, ნორვეგიიდან და ავსტრალიიდან.