Tradewithgeorgia - ახალი შესაძლებლობა ქართული ბიზნეს სექტორისთვის

პროექტი „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ სააგენტო “აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობით ხორციელდება. სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ცნობით, პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა. ამასთან, პროექტის ერთ-ერთი მიმართულებაა ონლაინ რესურსის tradewithgeorgia-ს ხელშეწყობა და იმ შესაძლებლობების გაცნობა, რომელსაც ინოვაციური რესურსი ქართულ ბიზნესებს სთავაზობს.

"პლატფორმა www.tradewithgeorgia.com წარმოადგენს ინტერნეტ კატალოგს, რომელიც საშუალებას აძლევს ქართველ ბიზნესმენებს და მეწარმეებს ინფორმაცია საკუთარი პროდუქციის შესახებ რაც შეიძლება ფართო აუდიტორიას გააცნოს და საკუთარი სერვისი, ან პროდუქცია ქვეყნის საიმიჯო კატალოგში განათავსოს. თავის მხრივ პროექტის მიზანია მაქსიმალურად მეტ საერთაშორისო იმპორტიორს, სავაჭრო ქსელის წარმომადგენელსა და ბიზნეს ორგანიზაციას მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოში წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების შესახებ. ასევე დააკავშიროს ერთმანეთთან ქართული და უცხოური ორგანიზაციები და დაინტერესებულ მხარეებს გაუმარტივოს წვდომა ქართულ საექსპორტო პროდუქტებსა და სერვისებზე.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, როგორც პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი და მხარდამჭერი, აქტიურადაა ჩართული საიტის პოპულარიზაციასა და ფრომოუშენში", - ნათქვამია სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" განცხადებაში.

მათივე ცნობით, საიტზე რეგისტრაცია უფასოა და იგი ხელმისაწვდომია საქართველოში მოქმედი ბიზნეს ორგანიზაციებისთვის, რომლებიც შეავსებენ და ატვირთავენ ინფორმაციას პლატფორმაზე WWW.TRADEWITHGEORGIA.COM. დეტალური ინფორმაცია საიტზე რეგისტრაციის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://geclose2eu.info/?m=128