Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:35 საათზე ერთი დოლარი 2.9475 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2. 9131 კურსით დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ ლარმა არსებობის ისტორიაში 2,91-იან ნიშნულს პირველად გადააბიჯა. ეროვნული ბანკის მიერ გუშინ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9171 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2496 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.