Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:35 საათზე ერთი დოლარი 2.9475 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 2. 9131 კურსით დაიწყო.
კომერციულ ბანკებში კი 1 ამერიკული დოლარის ღირებულებამ 3 ლარს მიაღწია.
კერძოდ, ამ დროისათვის, „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის შეძენა მოქალაქეებს 2,99 ლარად, ხოლო მისი გაყიდვა - 2,89 ლარად შეუძლიათ;
„საქართველოს ბანკში“ 1 ამერიკული დოლარის ყიდვა 2,985 ლარად, მისი გაყიდვა კი 2,895 ლარად არის შესაძლებელი;
„ვითიბი ბანკში“ 1 დოლარის ყიდვას მოქალაქეები ასევე 2,99 ლარად, მის გაყიდვას კი 2,90 ლარად შეძლებენ;
„ტერა ბანკში“ 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.985 ლარია; მისი ჩაბარება კი მოქალაქეებს 2.895 ლარად შეუძლიათ;
2, 975 ლარი ღირს ერთი დოლარი „პროკრედიტ ბანკში“, „ქართუ ბანკში“ კი მოქალაქეები დოლარის ყიდვას 2.97 ლარად შეძლებენ.
შეგახსენებთ, რომ ლარმა არსებობის ისტორიაში 2,91-ან ნიშნულს პირველად გადააბიჯა. ეროვნული ბანკის მიერ გუშინ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9171 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2496 ლარია.
ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.