„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდნენ.
როგორც პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს ხაზარაძემ განუცხადა, მისი და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე პროკურატურის მიერ ორი დღის წინ გამართულმა ბრიფინგმა ქვეყანას და ქართულ ეკონომიკას მილიარდიანი ზარალი მიაყენა.
„ჩვენ პრესიდან გავიგეთ, რომ თურმე მილიონ ლარს გვთხოვენ. ეს არის დღევანდელი მთავრობის და პოლიტიკის შედეგი, როცა მილიარდი ლარის ინვესტიციას ბადრის და მამუკას ორ მილონ ლარში ცვლიან, აღარ ვლაპარაკობ ნდობაზე, რეპუტაციაზე და იმ გაუგებარ პოზიციაზე, რომელიც დღეს ჩვენ ხელისუფლებას აქვს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ პროცესზე შესვლამდე.
მისივე თქმით, სასამართლო სხდომაზე მივიდა, რადგან კანონმორჩილი ადამიანია და ბიზნესის კეთების 29 წლის განმავლობაში კანონი არასდროს დაურღვევია.