მოსკოვში "მაკდონალდსის" ობიექტები დახურეს

რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა მოსკოვში "მაკდონალდსის" ობიექტები დახურა.

რუსული მედიის ინფორმაციით, "როსპოტრებნადზორმა" რუსეთის დედაქალაქში "მაკდონალდსის" ქსელის 4 ობიექტის, მათ შორის, მოსკოვში გახსნილი პირველი "მაკდონალდსის" მუშაობა შეაჩერა.

ამის მიზეზად უწყება "სანიტარული კანონმდებლობის მრავალმხრივ დარღვევას" ასახელებს.

სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება და "როსპოტრებნადზორში" აცხადებენ, რომ ქსელის შემოწმება კვლავ გაგრძელდება.