"ჰერმესში" საგამოძიებო სამსახური შევიდა

დამკრძალავ ბიურო "ჰერმესში" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსი გიორგი გრძელიშვილი აცხადებს, "ჰერმესის" მიმართ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. საქმე ეხება გადასახადებისგან თავის არიდებასა და მითვისება-გაფლანგვას. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

"დაკავებული არავინ არ არის და ამ წუთებში არც დაკითხვაზე იმყოფება ვინმე. გამოძიება მიმდინარეობს. საგამოძიებო სამსახურმა შპს "ჰერმესიდან" დღეს დოკუმენტაცია ამოიღო", - განაცხადა გიორგი გრძელიშვილმა.