ბრენდის Sonia Rykiel ლიკვიდაცია მოხდება

პარიზის კომერციულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გაკოტრებული მოდის სახლის - Sonia Rykiel ლიკვიდაცია მოხდება. როგორც ჩანს, ბრენდმა ინვესტორების მოძიება ვერ მოახერხა, წერს Le Monde.

ამიერიდან კომპანიის ყველა აქტივი, მათ შორის უძრავი ქონება და ინტელექტუალური საკუთრებაც გაიყიდება.

მოდის სახლი Sonia Rykiel ფინანსურ კრიზისს 2016 წლიდან განიცდის, მას შემდეგ რაც მისი დამფუძნებელი სონია რიკელი გარდაიცვალა. 2019 წლის მაისში კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა. ბოლო თვეების განმავლობაში ბრენდი ინვესტორების მოძიებას ცდილობდა, რომელთა შორის სახელდებოდნენ Balmain-ის ყოფილი დირექტორი ემანუელ დიემოზი და Etam-ის ჯგუფი.

კოკა კვირკველია