საქართველოდან ოქროს ექსპორტი შემცირდა

2019 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 968.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

აქედან ექსპორტი 1 775.4 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტი 4 192.9 მლნ დოლარი იყო.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 10 უმსხვილეს საექსპორტო სასაქონლო ჯგუფს შორის მოხვდა ოქრო დაუმუშავებელი, ნახევრადდამუშავებული ან ფხვნილის სახით.

კერძოდ, საქსტატის ცნობით, ამ ჯგუფის ექსპორტმა გასულ თვეებში 32 857.5 ათასი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 39 996.2 ათასი დოლარი იყო.

თაია არდოტელი