ბათუმში, ერთ-ერთ მშენებარე კორპუსში ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა.
როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, 3 დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთი კი - ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში.
ექიმების ინფორმაციით, ოთხივე მათგანს ტრავმები ფეხის არეში აღენიშნებათ.
შემთხვევა აღმაშენებილის #2 ნომერში, ერთ-ერთ კორპუსში მოხდა.