Tesla-სა და Space X-ის დამფუძნებლის ილონ მასკის განცხადებით, Youtube-ს ვიდეოებისა და Netflix-ის ყურება მალე Tesla-ს ავტომობილებში იქნება შესაძლებელი.
ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
Economic Times-ის ინფორმაციით, ვიდეოების ყურება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა ავტომობილს პარკინგის რეჟიმზე გადავიყვანთ.
„თქვენს მანქანებში Youtube-სა და Netflix-ის ყურება მალე იქნება შესაძლებელი. სკამებზე კომფორტულად მოთავსებისა და კინოს გარემოს შეგრძნების შესანიშნავი გამოცდილება გექნებათ“, - ამის შესახებ ილონ მასკმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
მისივე თქმით, როცა თვითმართვადი ავტომობილების ექსპლუატაციაში შესვლას რეგულატორი დაადასტურებს, ვიდეოების ყურება გადაადგილების დროსაც იქნება შესაძლებელი.
უცხოური გამოცემის ინფორმაციით, სურვილი, რომ მძღოლებმა და მგზავრებმა ავტომობილებში ვიდეოებს უყურონ, გასაოცარი არ ყოფილა. ამასთან, მასკმა ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ მათ ამის შესაძლებლობა მიეცემოდათ.
აღსანიშნავია, რომ Tesla-მ ვიდეოთამაშები საკუთარ ავტომობილებში უკვე დანერგა და მომხმარებლებს პარკინგის რეჟიმში გადაყვანილ ავტომობილებში გართობის შესაძლებლობა აქვთ.
მარიამ მენაბდიშვილი