პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები ლევან კობერიძე და ლევან გოგიჩაიშვილი მცირე და საშუალო ტურისტული და გიდების კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
როგორც კობერიძე აცხადებს, მათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოისმინეს და ამ ადამიანებს აქვთ კონკრეტული მოსაზრებები, თუ როგორ უნდა დაიძლიოს ცალკეული პრობლემები.
“მთავრობა საკუთარი განკარგულებებით, დაახლოებით 4-მლნ ლარით, ტურიზმის მასტიმულირებელ საშუალებად ერთი მსხვილი კომპანიის “აირზენას“ სუბსიდირებას ახდენს, მაშინ როცა მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს უნდა მოუსმინონ და დაეხმარონ კრიზისის დაძლევაში. სწორედ ისინი არიან ტურისტული და სამასპინძლო სფეროს დასაყრდენი და არა მსხვილი კომპანიები“, - აცხადებს ლევან კობერიძე.