რომში ერთი პლასტმასის ბოთლში 5 ევროცენტს სამგზავრო ბარათზე დაგირიცხავენ

რომის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს ამიერიდან თითო ჩაბარებულ პლასტიკის ბოთლზე ხუთი ცენტი დაერიცხებათ სამგზავროდ. ამისთვის კი საჭიროა პლასტიკის ბოთლები მიიტანონ მეტროს სადგურებთან და სპეციალურ მოწყობილობაში მოათავსონ. თითოეულ ბოთლზე ავტომატი მათ სამგზავრო ბარათზე 5 ცენტს დაურიცხავს, ამ ოპერაციის განსახორციელებლად კი საჭიროა, ჰქონდეთ გადმოწერილი აპლიკაციები MyCicero ან Tabnet-ის, რის შემდეგაც მიადებთ სმარტფონს ავტომატს და ფული თქვენს ბარათზე დაირიცხება.

აღნიშნული ავტომატები სატესტო რეჟიმში რომის სამ სადგურში დგას. აღნიშნულ სისტემას რომაელები ოპტიმისტურად შეხვდნენ და ფიქრობენ, რომ ის გაამართლებს. მათი აზრით, მხოლოდ სამი ავტომატი არ კმარა და მასზე მოთხოვნა აუცილებლად გაიზრდება.

კოკა კვირკველია